ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ლევან მურუსიძე NGO-ებზე - უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია - თუ ისევ წავა მოსამართლეების ლანძღვა, გინება, ბულინგი, თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს

ნახვები: 493 ლევან მურუსიძე NGO-ებზე - უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია - თუ ისევ წავა მოსამართლეების ლანძღვა, გინება, ბულინგი, თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს

ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ, - ასე პასუხობს მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.

ლევან მურუსიძის განცხადებით, რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

„გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა შემდეგ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე?

რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს. თუ გინდათ თანამშრომლობა და თუ გულწრფელად იქნებით დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, მე მზად ვარ, რომ ვითანამშრომლოთ, თუ არ იქნებით მზად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს. ბუნებრივია, მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა