კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

ნახვები: 235 საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 164, „პისიარ" ტესტით - 13 453.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის - 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის - 2,69 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია - 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 669 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 561 პირი.

ამასთან, 29 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა