კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე - უქნარები არიან, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე და აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის ინტერესშია და არც საზოგადოების

ნახვები: 561 ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე - უქნარები არიან, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე და აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის ინტერესშია და არც საზოგადოების

ესენი არიან უქნარები - უბრალოდ, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კარგად, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტას არ აპირებს და აუცილებელია ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონმდებლობა განიხილონ ამ მიმართულებით.

„სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, ეს არის ჰაერიდან მოტანილი, ესენი არიან ზარმაცები, ესენი არიან უქნარები და ვერ დამისახელებთ მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე, შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ.

მე ამ სამუშაო ჯგუფის (ანტიკორუფციულ საკითხებზე) წევრი არ გახლავართ, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდება, იქნება საკომიტეტო მოსმენები, სასესიო სხდომები და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ არა პოლიტიკური კეკლუცობით გამოიჩინოს თავი, არამედ არგუმენტები მოიტანოს და დაალაგოს მაგიდაზე, მაგრამ როცა ოპოზიცია საერთოდ არ იღებს ამაში მონაწილეობას, წამოწოლილები არიან მხარ-თეძოზე, უბრალოდ, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კარგად, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე და აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის ინტერესშია და არც საზოგადოების,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა