ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ელენე ხოშტარია - ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ

ნახვები: 284 ელენე ხოშტარია - ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესებმა ევროპას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ "ოცნება" ევროპული პერსპექტივის მიღებას არ აპირებს.

ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძესა და გვრიტიშვილის დანიშვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი იუსტიციის საბჭოში კლანის გასამყარებლად ბრუნდებიან.

"დღეს იმართება ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა, პროცესი, რომელმაც პრაქტიკულად ევროპას გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ქართული ოცნება არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა, სცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. მე დღეს არ მივმართავ ქართულ ოცნებას, არანაირი ილუზია, რომ ოცნების პირობებში ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა არ არსებობს, მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზეცაა ჩვენი ევროპული მომავალი, ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზეა დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".

ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა