თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ნედ პრაისი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე - მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როცა საქმე ეხება მის მეზობლებს - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს

ნახვები: 446 ნედ პრაისი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე - მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როცა საქმე ეხება მის მეზობლებს - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, არსებობს თუ არა ვაშინგტონის რაიმე გეგმა სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებით და თუ არსებობს, რით განსხვავდება ეს მშვიდობის დამყარების პუტინის ვერსიისგან და როგორია აშშ-ის მოლოდინი სოჭის მოახლოებული შეხვედრისგან.

„როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას და ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლოა. გვწამს, რომ პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მის მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი. ვფიქრობთ, რომ ის მკვეთრად განსხვავდება შეერთებული შტატებისგან. კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი მიზანია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ძალადობის დასრულებასა და გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში, რაც ასე ძალიან სურთ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს, სოჭში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა