Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, სიაში ადამიანების რიგითობა კი შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს

ნახვები: 493 პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, სიაში ადამიანების რიგითობა კი შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „დროა“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, ეს არ არის მთავარი საკითხი და მათი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გარშემო ადამიანები შემოიკრიბონ.

„პრაიმერის მექანიზმი იქნება, სანდო სოციოლოგია, თუ შიდა კენჭისყრა, ეს იქნება დემოკრატიულ მექანიზმზე აწყობილი. საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა. ერთ- ერთ მეთოდად განვიხილავთ ამ მექანიზმს, მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, ეს არის ბოლო საკითხი. სახელისუფლებო მედია აქტიურად მეკითხება ამაზე, რომ ხალხში გაჩნდეს განცდა, თითქოს, ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპაში ინტეგრაცია და მთავარი საკითხია სია. არ არის სიის განაწილების მექანიზმი ჩვენთვის პრიორიტეტი. მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა