კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა

ნახვები: 464 ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა

ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

„ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას – ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება, ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია.

იდეა რა არის? რა უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მთავრობამ? ჯერ მანდატები გამოიყენონ, რომელიც პარლამენტში აქვთ. ის ფუნქციები და შესაძლებლობები გამოიყენონ რაც აქვთ პარლამენტში, მათ შორის, როდესაც ევროკავშირი და აშშ, ჩვენი ნამდვილი პარტნიორები მათ მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველა პროცესში, ეს გაითვალისწინონ და მაიმუნობის დრო თუ დარჩებათ, მერე კი ბატონო, შეიძლება, იმაიმუნონ.

ოპოზიცია ერთიანად არ უნდა მოვიხსენიოთ, ოპოზიცია სხვადასხვანაირია. ჩვენი კორპორაცია იცით, რომ მანდატს მაქსიმალურად ვიყენებთ, დანარჩენ ოპოზიციას კი ჰკითხეთ საერთოდ, რას აპირებენ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა