გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

მელია გვარამიაზე: ოპოზიციას საერთო მიმართვა გვექნება, მჯერა, პრეზიდენტი პასუხს გვაღირსებს

ნახვები: 409 მელია გვარამიაზე: ოპოზიციას საერთო მიმართვა გვექნება, მჯერა, პრეზიდენტი პასუხს გვაღირსებს

არ მინდა, არც ქალბატონი ზურაბიშვილი თვლიდეს, რომ მას ვემუქრებით, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას",-ამის შესახენ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელია განაცხადა

"დღეს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ცალკეული პარტიის წარმომადგენლობამ, იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით.

არ მინდა, არც ქალბატონი ზურაბიშვილი თვლიდეს, რომ მას ვემუქრებით, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, [თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს] არავითარი განსხვავება ჩემთვის ივანიშვილსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, კობახიძესა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, არ იქნება და არ იარსებებს, მეტიც, უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება, იმიტომ, რომ კობახიძე ყასიდად საუბრობს დღეს, რომ "მე რა შუაში ვარ, სასამართლო დამოუკიდებელია", გამოვა კალაძე და "მე რა შუაში ვარ, გული კი მწყდება, არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია".

და ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს. და თუ შენ ასე იქცევი, მიუხედავად ყველაფრისა, შენ იქნები სამიზნე საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური, დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან.",განაცხადა მელიამ  TV პირველის ეთერში.

შეგახსენებთ,
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მეტიც, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა