კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი - მამალაძის მსჯავრდებასთან, ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა - სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე დაადგინა

ნახვები: 570 ანრი ოხანაშვილი - მამალაძის მსჯავრდებასთან, ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა - სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე დაადგინა

მამალაძის მსჯავრდებასთან, ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა - სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე დაადგინა ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

"მთლიანობაში ამ პირის მსჯავრდებასთან, ბრალდეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა. სადაც სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნები დასვა, ეს შეეხება პროცედურულ საკითხებს. რამდენიმე პროცედურულ საკითხზე დადგინდა დარღვევა, მამალაძის ბრალეულობასთან, მსჯავრდებასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსობრივი მხარე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიღვა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება დარღვევა იყო - სასამართლომ სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო მიიიჩნევს, რომ საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა