თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მალე მოახდენს

ნახვები: 542 ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მალე მოახდენს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო იმედოვნებს, რომ თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს. ამის შესახებ საული ნიინისტომ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ანკარა ამას მალე გააკეთებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ბოლოს თურქეთი მოახდენს ჩვენი წევრობის რატიფიცირებას. ვიმედოვნებ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება მთელი ალიანსისთვის სასარგებლო იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთთან გვერდიგვერდ სვლა. შვედეთის წევრობა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

ამჟამად, თურქეთში ვიზიტით იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამასთან, 8 ნოემბერს ანკარაში ჩავა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ამ დროისთვის მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ მოუხდენია. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მაისში, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ შეიტანეს, თუმცა თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი ანკარის მიერ ტერორისტებად მიჩნეულ პირებს მფარველობენ. თურქეთს და ორ სკანდინავიურ ქვეყანას შორის სამმხრივი შეთანხმება მადრიდის სამიტზე შედგა, თუმცა ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს, თუ ეს ქვეყნები ანკარას არ გადასცემენ იმ პირებს, რომელთა ექსტრადირებასაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა