Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მიხეილ სარჯველაძე - თამარ ჟვანიას გადადგომის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება არ შეიძლება, როგორც ჩანს, გადადგომა მისი პირადი გადაწვეტილება იყო

ნახვები: 470 მიხეილ სარჯველაძე - თამარ ჟვანიას გადადგომის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება არ შეიძლება, როგორც ჩანს, გადადგომა მისი პირადი გადაწვეტილება იყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს არ უნდა დაუკავშირდეს.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იმუშავა, რაც დასაფასებელია.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ. არ შემიძლია, იმ ცრუ და არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც დასკვნის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა. რაც შეეხება მის გეგმებს, ბუნებრივია, მოლოდინი არავის არ ჰქონდა, რომ მის მიმართ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარს შედეგი ექნებოდა, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიიღებს ამ ბრალდებათა წრეს მხედველობაში, როცა ისაუბრებენ თამარ ჟვანიას შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციაზე. მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მქონია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სარჯველაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ წრეებში კონსულტაციები დაიწყება. სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდებიან და ამ კუთხით კონსენსუსს მიაღწევენ.

„დაიწყება კონსულტაციები პოლიტიკურ წრეებში და შესაძლებლობა იქნება, რომ ერთიან კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, ვისზეც მეტ-ნაკლებად იქნება კონსენსუსი. იმედი მაქვს, იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილნი და კონსენსუსი შედგება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა.

პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა