კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ახალი მოძრაობა ვაპირებთ, პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება

ნახვები: 457 პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ახალი მოძრაობა ვაპირებთ, პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება

„ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება - ჩვენი ახალი მოძრაობა ვაპირებთ, პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში დღეს განიხილავენ.

მანჯგალაძის თქმით, ანგარიში ძალიან მძიმეა და მასში ყველა პრობლემური საკითხია ასახული, რომელიც ეხება მედიამფლობელების დევნას, მიკერძოებულ სასამართლოს და ბიძინა ივანიშვილს.

„ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება და რეკომენდაციების შესრულება, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ისევე როგორც სომხეთს აუკრძალეს თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა. ნუ ვიქნებით მიამიტები და ნუ შევხედავთ ისე, თითქოს ოპოზიცია რომ არ მუშაობს კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ფორმატში, ამის გამო არ გვაძლევენ პარტნიორები კანდიდატის სტატუსს. დღეს რომ არ გვაქვს სტატუსი ვისი ბრალია? ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ რომ არ მოგვცენ, რა ფორმით აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას ქართველი ერის წინაშე?! როგორ აპირებს პატივცემული კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი პასუხისგებას? ბრიტანეთში პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ დაარღვია კოვიდრეგულაცია - ესაა დემოკრატია და როცა ისტორიულ არჩევანზე „ქართული ოცნების“ შეთქმულების გამო უარს გვეტყვიან, რა ფორმით აპირებენ პასუხისგებას?! ჩვენ არ ვაპირებთ გულზე ხელის დაკრეფას, ჩვენი ახალი ევროპული და ეროვნული მოძრაობა ვაპირებთ მოვემზადოთ რეკომენდაციის შესრულებისთვის და მეორე - პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა