თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კელი დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია - იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

ნახვები: 524 კელი დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია - იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას.

დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზეც.

„საქართველოს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლის გზაზე, არის კანდიდატის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემუშავებული კანონმდებლობა, ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან მისი შესაბამისობა შეაფასოს“, - აღნიშნა ელჩმა.

დეგნანის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც დაცულ, სტაბილურ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. ელჩის თქმითვე, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ“, - დასძინა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა