კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი ქართული ევროპული გზის მხარდამჭერია და კრიტიკა, რაც გამოთქმულია, სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან

ნახვები: 498 ხათუნა სამნიძე - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი ქართული ევროპული გზის მხარდამჭერია და კრიტიკა, რაც გამოთქმულია, სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი არის ქართული ევროპული გზის სრულიად მხარდამჭერი და კრიტიკა, რაც წერია, სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და არ აპირებენ თვალი დახუჭონ პრობლემებზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ არჩევანს უქმნის, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია ყველა იმ კრიტიკულ საკითხზე, რომელიც ბარიერადაა ქცეული იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვნახეთ რომ რეზოლუცია არის პირველ რიგში ქვეყნის მხარდამჭერი ამ ევროპულ გზაზე და რა თქმა უნდა, კრიტიკული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბარიერადაა ქცეული იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. პირველ რიგში, მართლმსაჯულების საკითხი, რომელსაც არადა არ ცვლის "ქართული ოცნება" და მისი შემოთავაზებული ინიციატივები არ პასუხობს იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემა მოითხოვს, იმისთვის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული და კლანისგან გათავისუფლებული სისტემა. რა თქმა უნდა, აქ ნახსენები იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის გავლენები, რადგან მისი გავლენებია ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც ჩვენ ამ ქვეყანაში ოლიგარქიაზე ვლაპარაკობთ," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა