ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით უსუფაშვილი - კეზერაშვილი, წაგებული ომის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი რომ გახდა ამ ქვეყანაში, ან იმ ხელისუფლებამ ვერ დაინახა, ან ამ ხელისუფლებას 7 და 8 წელი დასჭირდა, ახლა რომ ედავება რაღაცებს?!

ნახვები: 608 დავით უსუფაშვილი - კეზერაშვილი, წაგებული ომის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი რომ გახდა ამ ქვეყანაში, ან იმ ხელისუფლებამ ვერ დაინახა, ან ამ ხელისუფლებას 7 და 8 წელი დასჭირდა, ახლა რომ ედავება რაღაცებს?!

კეზერაშვილი, წაგებული ომის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი რომ გახდა ამ ქვეყანაში, ან იმ ხელისუფლებამ ვერ დაინახა, ან ამ ხელისუფლებას 7 და 8 წელი დასჭირდა, ახლა რომ ედავება რაღაცებს?! სანამ ამ ხელისუფლებასთანაც დალაგებული იყო ყველაფერი, ვერც გამომძიებელი და ვერც პროკურორი ვერაფერს ხედავდა, რაღაც აიჭრა და ახლა გამომძიებელსაც და პროკურორსაც გაუჩნდათ განცდა, რომ ამას რაღაცები აქვს ჩადენილი,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ კეზერაშვილის საქმის მსგავსი მაგალითები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არსებული სისტემა არ მუშაობს, ქვეყანას კი სწორედ კორუფციული პრობლემები უთხრის ძირს.

„ჩვენი პროექტის ინიციატორი და მოტივატორი არ ყოფილა ევროკავშირის რეკომენდაცია, იყო ვითარების ანალიზი, რომ არსებული სისტემა ვერ მუშაობს კარგად. ამ შემთხვევებში სწორედ პოლიტიკური ნება საპირისპირო მიმართულებით მუშაობს, იმიტომ, რომ ყოველ მოცემულ შემთხვევაში მაღალი დონის კორუფციული რისკები უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც მოცემულ ვითარებაში იკავებენ მაღალ და უმაღლეს თანამდებობებს, ანუ ესენი არიან იმ ხელისუფლების ნაწილი, ხელისუფლების მიერ დანიშნული, არჩეული, მოყვანილი და წინ წაწეული. ზუსტად ამიტომ პოლიტიკური ცენტრებისგან დამოუკიდებლობა სჭირდება ამ საქმეს. გვინდა, რომ გვქონდეს ეფექტური სისტემა. მაგალითები თუ გინდათ - ეს გოგაშვილია. დღეს დაინახა რომელიმე სამართალდამცავმა უწყებამ მის საქმიანობაში შესაძლო პრობლემები, მათ შორის, შესაძლო კორუფციული? თუ ეს ყველაფერ გაცილებით ნათელი და ყველასთვის ნათელი იყო, მაშინ როდესაც ეკავა თანამდებობა, მაშინ როდესაც მმართველი პარტიის სისტემაში მუშაობდა?! როგორც კი პოლიტიკური ნება მომწიფდა, მაშინ ამოქმედდნენ ის უწყებები, რომლებისთვისაც პოლიტიკური ნება კი არა კანონია მთავარია. მეორე გვარსაც დავასახელებ - კეზერაშვილი. წაგებული ომის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი რომ გახდა ამ ქვეყანაში, ან იმ ხელისუფლებამ მაშინ ვერ დაინახა, ან ამ ხელისუფლებას 7 და 8 წელი დასჭირდა, რომ ახლა ედავება რაღაცებს?! აქაც იგივე ამბავია, სანამ ამ ხელისუფლებასთანაც დალაგებული იყო ყველაფერი, ვერც გამომძიებელი და ვერც პროკურორი ვერაფერს ხედავდა, რაღაც აიჭრა და ახლა გამომძიებელსაც და პროკურორსაც გაუჩნდათ განცდა, რომ ამას რაღაცები აქვს ჩადენილი. ამას რომ ვხედავთ, ამიტომ ვამბობთ, რომ არსებული სისტემა არ არის ეფექტური და ამიტომ არის ეს ჩვენი შემოთავაზება საქმიანი, ევროკავშირსაც რომ პასუხობს და ქვეყნის საჭიროებებსაც, რომ ამ რაღაცებისგან გავთავისუფლდეთ. ამ ქვეყანას რაც ხრავს და ძირავს, არის კორუფციული პრობლემები“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა