Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 198

ნახვები: 551 წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 198

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებს 100-ადგილიან სენატში 49 ადგილი აქვთ, დემოკრატებს – 48. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ავრცელებს. შუალედურ არჩევნებზე სენატში კენჭს უყრიდნენ 35 მანდატს.

ჯორჯიის შტატში სენატორის არჩევნების შედეგებს სავარაუდოდ, მეორე ტური გადაწყვეტს. ერთმანეთს დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი და რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაუპირისპირდებიან.

დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის ხმა პარტიის უმრავლესობას უზრუნველყოფს. რესპუბლიკელებს კი სენატში უმრავლესობისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებათ.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობას, ამ დროის მონაცემებით, რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი – 198. 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას – 435 წევრს ირჩევდნენ.

აქამდე არსებული შემადგენლობით, კონგრესში ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა