კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ნადირაძე - გიორგი ჩალაძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა დააყენა, ძალიან ღირსეული ადამიანია

ნახვები: 475 ირაკლი ნადირაძე - გიორგი ჩალაძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა დააყენა, ძალიან ღირსეული ადამიანია

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის შეფასებით, გიორგი ჩალაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, ღირსეული ადამიანია.

როგორც ირაკლი ნადირაძე განმარტავს, პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი და ღირსეული ლიდერი.

„კარგია, რომ ორი კანდიდატი გვყავს. დღეს გიორგი ჩალაძემ დააყენა თავისი კანდიდატურა, რომელიც ძალიან ღირსეული ადამიანია. ასევე, ამ პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ღირსეული ლიდერი. იმედი მაქვს, რომ შიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ბევრი კანდიდატი იქნება. იმედი მაქვს, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს ექნება საშუალება, აირჩიოს მათგან ყველაზე აქტიური, ყველაზე სასურველი.ის, ვინც შეძლებს პარტია კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს.

ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე... ვისაც არ დაუყენებია ჯერ კანდიდატურები. ესენი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან. რაც შეეხება იმას, მე ვის დავუჭერ მხარს, უნდა ვნახო, ჯერ ვინ დააყენებს კანდიდატურას",- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

რაც შეეხება არჩევნებს, შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი 9 ნოემბერს გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა