თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე - დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა

ნახვები: 330 კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე - დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა - ვიმედოვნებ, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, ადამიანები, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, უნდა გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ყველანაირი პროცესი, მითუმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე, მე მგონი არც არავინ არ არის წინააღმდეგი და თუ რამე მოსამზადებელი პროცესი წარიმართება პარლამენტში, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, რომ იყოს ბოლომდე გამჭვირვალე და იყოს ყველას ჩართულობა.

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევისას კრიტერიუმები ალბათ, ყველასთვის ცნობილია - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ამ საქმის პროფესიონალობა, რომელიც უნდა იყოს ალბათ, გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება პროცესს ფაქტია, რომ პარლამენტში გადაინაცვლებს ეს პროცესი და საჭირო არის, რომ კონსენსუსით მოხდეს ამის შეთანხმება. თუმცა, არის შესაბამისი მექანიზმებიც, რომელიც გამორიცხავს ჩიხში შევიდეს ეს პროცესი, ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ღია და ინკლუზიური პროცესი იქნება და შერჩეული იქნება კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მითუმეტეს, მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. ფაქტი ერთი არის, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარმოდგენა, ტალახის სროლა და ბოლომდე განადგურება ადამიანის და შემდეგ ვერც ამტკიცებ იმას, რასაც ამბობდი, არ გაქვს არგუმენტები. რა თქმა უნდა, პიროვნულად რთულია ამის გადატანა. პოლიტიკოსებს ეს ხშირად გვაქვს გავლილი, როდესაც აბსოლუტურად არა არგუმენტირებულად ხდება კრიტიკა და მიწასთან გასწორება და შემდეგ ვერც ამტკიცებ რეალური მიზეზი ან არგუმენტი რა იყო ამის გაკეთების. თამარ ჟვანიამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე არ მიკვირს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ", - განაცხადა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა