ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეა წულუკიანი - საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე

ნახვები: 360 თეა წულუკიანი - საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე

საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოებს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, „ირაკლი ფარჯიანის ფონდის" დახმარების შედეგად შექმნილი სახელმწიფო ლაბორატორია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების სათანადო ხარისხის დასაცავად.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ფონდის დახმარების, კონსულტაციის და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში.

დღემდე არ არსებობს საქართველოში სახელმწიფოსგან ამგვარი მომსახურება ქართველი და რეგიონის ხელოვანებისთვის. „ირაკლი ფარჯიანის ფონდი" და მისი კვლევითი ცენტრი ცდილობდა ამ ხარვეზის შევსებას თავისი ძალებით. ფონდი წარმატებით ავსებდა ამ ხარვეზს და იცავდა ხელოვანების უფლებებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მომსახურებაც. სწორედ სახელმწიფო კვლევის და მომსახურების მიზნით, რომელიც არ არსებობს, კულტურის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დაარსდეს ლაბორატორია. დაგვეთანხმა ფონდი და ფონდის ხელმძღვანელობა, რომ გაგვიწიოს კონსულტაცია.

კომპლექსური კვლევა, შესაბამისი სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, ესა თუ ის ნახატი განსაკუთრებით, გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის თუ არა მოცემულ ავტორს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების ხარისხის სათანადო დასაცავად", - აღნიშნავს წულუკიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა