Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რომ „მინსკი-3“ არ იქნება, აბსოლუტურად ადასტურებს, რომ კიევს მოლაპარაკებები არ სურს

ნახვები: 458 დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რომ „მინსკი-3“ არ იქნება, აბსოლუტურად ადასტურებს, რომ კიევს მოლაპარაკებები არ სურს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ „მინსკი-3“ არ იქნება, ადასტურებს კიევის პოზიციას, რომ მოლაპარაკებები არ სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ზელენსკის ეს სიტყვები პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების გამართვა არ სურთ, პესკოვმა უპასუხა „აბსოლუტურად ადასტურებს“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის სიტყვებს ვერავინ ენდობა.

„მინსკი-3“ არ იქნება, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს. თუ არ არსებობს კონკრეტული ქმედებები მშვიდობის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს მოგატყუოთ ყველა თქვენგანი, მოატყუოს მსოფლიო და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხებები განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. არ დავუშვებთ, რუსეთმა გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა