თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი ვარჰეის - ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, პირველი რეკომენდაციის-დეპოლარიზაციის შესრულება

ნახვები: 520 ირაკლი ღარიბაშვილი ვარჰეის - ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, პირველი რეკომენდაციის-დეპოლარიზაციის შესრულება

ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ამ რეკომენდაციების მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს და იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში, სხვა მხრივ ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტარტეგიული გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ევროპის ერთგული პარტნიორი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ, მაგალითად, როგორიც არის „შავი ზღვის კაბელი“ და სხვ.“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა