Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გიორგი ვაშაძე:გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - დღეს გაქვთ ორი არჩევანი: ან ბოდიში მოიხადოთ იმაზე, რაც აქამდე გააკეთეთ ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება

ნახვები: 440 გიორგი ვაშაძე:გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - დღეს გაქვთ ორი არჩევანი: ან ბოდიში მოიხადოთ იმაზე, რაც აქამდე გააკეთეთ ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება

დღეს გაქვთ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოთ იმაზე, რაც აქამდე გააკეთეთ, ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება , - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით უნდა წარსდგეს.

როგორც ვაშაძემ თავისი გამოსვლისას აღნიშნა, „ქვეყნის თანაცხოვრება ვერ იქნება ღალატი, ამ ქვეყნის თანაცხოვრება იქნება გამარჯვება, ძლიერი საქართველო“.

„ბატონო ირაკლი, მე თქვენთან მაქვს შეკითხვა, რატომ არ არის საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა? რა მოხდა რომ მოლდოვამ, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, მიიღო კანდიდატის სტატუსი და ჩვენ, საქართველომ ვერ მივიღეთ? ხომ არ იკვეთება სწორედ ამ თქვენს ქმედებებში ის მოღალატეობრივი ქმედება, რის გამოც აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას? კონკრეტული ნაბიჯები - თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, განცხადებები, რომელსაც თქვენ აკეთებდით პირადად, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არაფერია, „მოსმენების“ კანონი, რომელზეც მთელი ევროპა გთხოვდათ არ მიგეღოთ, მიიღეთ და დაამტკიცეთ. თქვენი ბოლო ვიზიტის დღეს მიზანმიმართულად რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია? იყო თუ არა ეს გზავნილი, რომ საქართველოს არ უნდოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? რატომ ესხმოდით თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს? ირაკლი კობახიძე რატომ უწოდებდა ევროპარლამენტარებს „ანტიევროკავშირს“? რატომ აცხადებდით საქართველოს მტრებად ამ ადამიანებს? კახი კალაძის ციტატა მინდა მოგიყვანოთ: „კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში“. მართლა მინდა ხელი აწიოთ, ვინ ეთანხმებით ამ განცხადებას? ბატონო ირაკლი, თქვენ ეთანხმებით ამ განცხადებას? ვინმემ გითხრათ თქვენ, რომ ომში თუ ჩაერთვებით კანდიდატის სტატუსს მოგვცემთო? გამოდით აქ და დაასახელეთ, კონკრეტულად ვინ გითხრათ ასეთი რამ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ქმედებებზე კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ქმედებებმა ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს ააცდინა.

„მოღალატეობრივმა ქმედებებმა აგვაცდინა ევროკავშირის სტატუსს და თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი. რომ გამოდიხართ აქ და ამბობთ, რეფორმებში ჩვენ სამაგალითო ვართო, უკაცრავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში ნახეთ, რომ „ჩამოგვალაჩანდურეს“ მესამე ადგილზე. სასამართლოს, ანტიკორუფციულის, დემოკრატიული მედიათავისუფლების კუთხით მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილზე ვარ და სომხეთმაც კი გაგვისწრო. მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად რომ მურუსიძეს აწინაურებთ, ამით მოგვცემენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? ან მეტ და მეტ ჯარიმას რომ უწერთ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს, ამით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს? სამწუხაროდ, თქვენ არ ირჩევთ ევროპისკენ გზას და არ ირჩევთ ძლიერი საქართველოს გზას. თქვენი გზა არის რუსეთისკენ. თქვენ გინდათ ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც ელიტა მდიდარია და ხალხი ღარიბი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან და მათ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, ეს არის თქვენი არჩევანი. ამ არჩევანს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააფორმებთ. დღეს გაქვთ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოთ, რაც აქამდე გააკეთებ იმაზე, ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა