ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მიმართავს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადოს

ნახვები: 408 შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მიმართავს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადოს

პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩვენთვის ძირითადი ფუნქციების აკრძალვა-ჩამორთმევაზე ხელისმოსაწერად წარგზავნილია პრეზიდენტთან. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გარისკავს და ხელს მოაწერს ამ საშინელ დოკუმენტს, ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადოს.

„ყველაზე საშიში „ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის მიმდინარე პროცესია, რაც ჩვენზე და ჩვენით არ გაჩერდება. ხვალ აუცილებლად სხვისი ჯერი დადგება და საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში აიკრძალება დემოკრატია და ჩვენი ქვეყანა, რასაც ერთობლივი ძალებით არ დავუშვებთ. პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩვენთვის ძირითადი ფუნქციების აკრძალვა-ჩამორთმევაზე ხელისმოსაწერად წარგზავნილია პრეზიდენტთან, რომლის სასახლეშიც შედგა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ „ლეიბორისტული პარტია" სხვა პარტიებთან ერთად იქნებოდა უფლებაგარანტირებული და დაცული. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გარისკავს და ხელს მოაწერს ამ საშინელ დოკუმენტს, ქვეყნისთვის ლახვრადგამზადებულ კანონპროექტს, ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი.

ის ადრე თუ გვიან ამ პოსტზე მოღვაწეობას დაასრულებს იმპიჩმენტით, გადაყენებით და პასუხისგებაში მიცემით, იმისათვის, რასაც ჩაიდენს. ამიტომ, პრეზიდენტს მოვუწოდებ, ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც დემოკრატიის მოსაკლავად არის მომზადებული. როგორც მოგეხსენებათ, გვართმევენ ძირითად უფლებებს იმის გამო რომ, პარლამენტში არ შევედით და მივმართეთ მშვიდობიანი ბოიკოტის და პროტესტის ფორმას. ამის პატიება არ უნდა ივანიშვილის რეჟიმს, რისთვისაც გადაწყვიტეს, წაგვართვან პარტიის აუცილებელი უფლებები და ფუნქციები, რაც მდგომარეობს საარჩევნო კომისიის 3 700 უბანზე წევრთა დანიშვნაში, სარეკლამო დროში, აღარაფერს ვამბობ მწირ, მათხოვრულ დაფინანსებაზე. ამის გარეშე პარტია ხელებ და ფეხებშეკრული იქნება.

ასეთ პირობებში მეტწილად გართულდება ფუნქციონირება და ეს არ უნდა დაუშვას პირველ რიგში, თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში სახელისუფლებო შტოებში საღად მოაზროვნე და უპირველესად პრეზიდენტი, რომელსაც ევალება კონსტიტუციის და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ის უმაღლესი გარანტია ამ უმაღლესი პრეროგატივებისა. არ შეიძლება, აღნიშნულზე რეაქციის გარეშე დარჩნენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დასავლეთში ევროკავშირის და აშშ-ის სახით. ველოდებით რეაქციას იმ „ენჯეოებისგან", რომლებიც ჯერჯერობით სდუმან. ისინი დასავლეთისგან გრანტებს იღებენ სწორედ იმისთვის, რომ დემოკრატიის პროცესები აკონტროლონ და პირველებმა ამოიღონ ხმა, როდესაც ამგვარი ჰიტლერიზმის აღორძინება ხდება საქართველოს მაგალითზე. ველოდებით ოპოზიციის უფრო აქტიურ პოზიციას და განსაკუთრებით, პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიებისა. მათ ალბათ კარგად იციან, რომ ეს საფრთხე ხვალ და ზეგ მათ მიადგებათ, ეს აქლემი მათ კარზე დაიჩოქებს და შემდეგ გვიანი იქნება. 33 წლის 14 ივლისს, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა აკრძალა კომუნისტური პარტია, ეს სოციალ-დემოკრატებს ძალიან გაუხარდათ, იფიქრეს, რომ კომუნისტების ამომრჩეველი მათ დარჩებოდათ. შემდეგ, როცა სოციალ-დემოკრატიული პარტია აკრძალეს, ეს უაღრესად ესიამოვნათ პროფკავშირებს, რადგან იფიქრეს, რომ ახლა ისინი იქნებოდნენ მთელი ამ პროცესების ლიდერები. როცა ჰიტლერმა პროფკავშირებიც აკრძალა, არასამთავრობოებს უაღრესად გაუხარდათ, იფიქრეს, რომ ისინი იქნებოდნენ პროფკავშირებისა და პარტიების ფუნქციებში. როცა არასამთავრობოებიც აკრძალა, ხოლო პარტიის შექმნის მცდელობაც ციხით დასჯადად გამოაცხადა, შემდეგ უკვე გვიანი იყო ყველაფერი. იმედია, ჩვენ არ მივადგებით იმ სტადიას, რომელსაც უკვე გვიანი ეწოდება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა