ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანა ბუჩუკური: ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე

ნახვები: 474 ანა ბუჩუკური: ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე," -ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ გამართული დებატების დროს.



მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ", მაგრამ მე გეტყვით რა გააკეთეთ!



გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად ანუ მზად ხართ პირადად თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკური გუნდი სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მოახერხეთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს" კონტექსტში. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. პირადად თქვენ და თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა