კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული

ნახვები: 511 ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული

ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნაა,  თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიონ.

 

„პირველ რიგში, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, რომ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს. თქვენ მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა