კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად

ნახვები: 541 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად

უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს - შესვენებას ძალების აღსადგენად, შეიძლება ვინმემ ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგადაა შესაძლებელი.

„ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს. ჭეშმარიტად რეალური და გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან პარტნიორებს უკრაინის მიერ ინიცირებული 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

„უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის. უკრაინამ სწორედ ასეთი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. მე ის წარვადგინე გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე და გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ფორმულის განხორციელებაში! ეს არის ერთადერთი გზა ნამდვილი მშვიდობისკენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა