კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ამილახვარი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს უნდა მოვაცილოთ „დე“, რადგან ის არის ოლიგარქების დასაცავად შექმნილი - პირდაპირ იკითხება, რომ ცვლილებები მოარგეს ერთადერთ ადამიანს, დავით კეზერაშვილს

ნახვები: 416 გიორგი ამილახვარი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს უნდა მოვაცილოთ „დე“, რადგან ის არის ოლიგარქების დასაცავად შექმნილი - პირდაპირ იკითხება, რომ ცვლილებები მოარგეს ერთადერთ ადამიანს, დავით კეზერაშვილს

ბიძინა ივანიშვილს „ნაცმოძრაობის“ კანონპროექტიც არ და ვერ ეხება, შესაბამისად, მათი პროექტის ერთადერთი ამოცანა დავით კეზერაშვილის დაცვაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, რადგან კოპირებულია უკრაინული ვერსია, რომელიც თავის მხრივ, მოწონებულია ევროკავშირის მიერ.

„საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს, პირდაპირ აღებულია უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია როგორც ევროკავშირის მიერ, ასევე აშშ- ის მიერ. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები, არ გვაქვს პრობლემა, რომ აღნიშნული კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც უკრაინის მიერ გადაგზავნილი კანონის დასკვნა, ასევე ჩვენს მიერ გადაგზავნილიც, იქნება რელევანტური და პოზიტიური, რადგან არანაირი კონტრარგუმენტი არ არსებობს იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც ჩავდეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში. რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ ვერსიას, ალბათ, მის სახელწოდებას უნდა მოვაცილოთ „დე“ და გამოდის, რომ მათი კანონპროექტი არის ოლიგარქების დასაცავად შექმნილი კანონპროექტი, პირდაპირ იკითხება, რომ ის მოარგეს ერთადერთ ადამიანს, დავით კეზერაშვილს, რომ როგორმე მას არ შეეხოს. მათი მთავარი სამიზნე ვინც არის - ბიძინა ივანიშვილი, პროექტის მათივე ვერსია არ და ვერ ეხება ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, ერთადერთი ამოცანა მათი პროექტის არის ის, რომ დაიცვან თავიანთი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი,“ - განაცხადა ამილახვარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა