კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია - ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს

ნახვები: 421 გიგა ბოკერია - ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ვინ იქნება ცესკო-ს თავმდჯომარე, შედეგი დამოკიდებულია პარტიებისა და მოქალაქეებს აქტიურობაზე.

„არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ვინ იქნება ცესკო-ს თავმდჯომარე. შემდეგი არჩევნების, ვადამდელი არჩევნების და ძალაუფლების შეცვლის ბედი გადაწყდება მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების აქტიურობით, კლიმატისა და განწყობის შექმნით, რომელსაც რეჟიმის არალეგიტიმური მეთოდები ვერ გადასძლევს. ამ კომისიის შექმნა ბუნებრივია, კიდევ ერთხელ შეხსენებაა ჩვენთვის როგორ უდგება ივანიშვილის რეჟიმი ანგარიშვალდებულებას და მართვის გაგრძელებას როგორ აპირებს, თუ მას ამის შესაძლებლობა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცა. მას ეს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ემუქრება ყველა მიმართულებით პრობლემები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა. ცესკო-ს თავმჯდომარემ კი თანამდებობა 1-ელი ივლისიდან დატოვა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა