კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - მივმართავ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე

ნახვები: 463 გიორგი ვაშაძე - მივმართავ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე

მივმართავ კანდიდატ „კლან" მოსამართლეებს - თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, უაზრო ბიუროკრატიაა, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „კლანი" უნდა დამარცხდეს და მართმსაჯულება ხალხს დაუბრუნდეს.

„ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ „კლანს". აუცილებლად მართლმსაჯულება გადავა ხალხის ხელში და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, ისევე როგორც გავათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, ისევე როგორც თანამდებობა დავატოვებინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამყალბებელ თავმჯდომარეს, ზუსტად ასე „კლანი" დამარცხდება. ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულად სწორი ქმედებები, რომელთა მთელი ჯაჭვი გვაქვს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს" ჩამოყალიბებული. ვაპირებთ სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივყვეთ ამ ქმედებათა ჯაჭვს. მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არც ისე შორეულ მომავალში დადგება დრო, როდესაც „კლანისგან" გავათავისუფლებთ სასამართლოს. არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხია აქ, აქ არის მთლიანად „კლანისგან" გათავისუფლება მართლმსაჯულების სისტემის, რომელმაც წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ჩვენ არ ვიღებთ რაღაც უაზრო ბიუროკრატიულ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც ჩამოყალიბდა იურიდიულ კომიტეტში, რაღაც დიპლომების შემოწმებას აპირებს იურიდიული კომიტეტი. უბრალოდ სასაცილოა და ცინიკურია საერთოდ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მივმართავ ამ კანდიდატ „კლან" მოსამართლეებს -თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე,"- განაცხადა ვაშაძემ

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა