კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს

ნახვები: 318 ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება საერთაშორისოს საზოგადოება. ყველა ხედავს, როგორი აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს. ნამდვილად ძალიან გვახარებს იმის ხილვა, რომ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებული რეფორმები ხორციელდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება ევროკავშირის დახმარებით იქნა მიღწეული. ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პირველ რიგში კარგი ახალი ამბავია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ რეფორმების განხორციელება სჭირდება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატოსთან დასაახლოვებლად, ნატოში შესასვლელად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა ფუნქციონირებდეს," - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა