კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე:იმდენს იზამს ეს ხალხი, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე

ნახვები: 627 რომან გოცირიძე:იმდენს იზამს ეს ხალხი, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე

„გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძე გამოეხმაურა ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა, სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა“.

„ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი „ქართულ ოცნებას”? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს.

ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!“ – წერს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა