კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით, რატომ მითხრა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?

ნახვები: 626 ხატია დეკანოიძე - თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით, რატომ მითხრა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?

მომავალი არ გვექნება თუ ამ პოლიტიკური შურისძიების შედეგად, მე დავკარგავ მეგობარს, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს თანამებრძოლს და საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ მის მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბარი სპეკულაციაა, გუშინ რატომ ვერავინ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ სააკაშვილის სასამართლომდე ტრანსპორტირება ლეტალურად არ დასრულდებოდა.

„ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ და მინდა ვუთხრა საზოგადოებას არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო იმსხურებს გაცილებით მეტს, გაცილებით უფრო სხვას, ვიდრე დღეს მას სთავაზობს პოლიტიკური კლასი. ასევე, მინდა გითხრათ ისიც, რომ სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს, დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არ აქვს მომავალი თუ საქართველოში კვლავ იქნება პოლიტიკური შურისძიება, არ აქვს მომავალი თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკვდება იმ ჰოსპიტალში, რომლშიც ის დღეს იმყოფება.

ძვირფასო მეგობრებო, უმრავლესობის წარმომადგენლობა, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამტკიცებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ცუდად და მისი ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი საუბრები ან ის რაზეც ექიმები საუბრობდნენ იყო პოლიტიკური სპეკულაცია. გუშინ მისმა მკურნალმა ექიმმა მე მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება „ვივამედიდან“ სასამართლომდე არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ის არის ძალიან ცუდად და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თვითონ სამედიცინო დაწესებულება, რომ ამ მცირე მონაკვეთში რამე სახის ლეტალური შედეგი არ დადგებოდა. და ეს არ არის ჩვენი დანიშნული ექიმი, ეს არ არის ოჯახის დანიშნული ექიმი და ეს არ არის ექიმი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე პარტიას საქართველოში, ეს მითხრა მისმა მკურნალმა ექიმმა.

ამ ადამიანმა დაკარგა 40 კილოგრამი ჰოსპიტალში. ამ ადამიანს აღენიშნება ყველა კიდურის ტრემორი. ეს ადამიანი არის სიკვდილის პირას და არ აქვს დიაგნოზს მნიშვნელობა. თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით და ხატია დეკანოიძე იქიდან გამოსული, სპეკულაციას ეწევა, რატომ მითხრა მე მისმა მკურნალმა ექიმმა, რომ ამ ადამიანის გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?

ძვირფასო მეგობრებო, მე არ მინდა ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში. ჩვენ მომავალი არ გვექნება! მე, მაგალითად, ნამდვილად არ მინდა ივანიშვილი ამ მდგომარეობაში ვიხილო“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა