თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ

ნახვები: 600 ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეოგზავნილში აცხადებს.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებადობისთვის. როდესაც აქ გასულ წელს ვიყავი, მე ვმუშაობდი მჭიდროდ ქართველ ლიდერებთან ერთად თქვენს მეზობლებს, სომხებსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა დაკავებულების გათავისუფლებასა და საბრძოლო ზონებში დანაღმული ტერიტორიების ადგილმდებარეობის გაზიარებაში. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო აგრძელებს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას და მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდები პრემიერ-მინისტრს რეგიონული საკითხების განსახილველად.

ოქტომბერში მე ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ვიზიტის დროს, მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს ხელი შეუწყონ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს მოიცავს ჩვენს მყარ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაყო ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს.

ბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და აშშ-სთან პარტნიორობისთვის. თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“, - აცხადებს ფილიპ რიკერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა