თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ადვოკატი - სააკაშვილი ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია

ნახვები: 550 ადვოკატი - სააკაშვილი ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ დღეს სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დახვდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი ასე მძიმე მდგომარეობაში აქამდე არ უნახავს.

„ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია სრულად, ვერ დადის. ბოლოს პროცესი რომ იყო, იმის მეორე დღეს ვნახე, ძალიან ცუდი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა, ამის წინააღმდეგი არც არასდროს ვყოფილვართ, უბრალოდ, მოვითხოვე, ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენი ექსპერტები დაესწრონ. ნიმუშები აუღეს - სისხლის და შარდის“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი აქციების გამართვის და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების წინააღმდეგია. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის, თუკი, მისი სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.

„აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ადამიანებს ჯანმრთელობის კუთხით სურთ თანაგრძნობა გამოხატონ, ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია, პოლიტიკური განცხადებების, ექსცესების და ა.შ.

არევაძესთან დაკავშირებით თქვა, რომ აცილება არ უნდა დავუყენოთ, რადგან აცილება დროის დაკარგვას გამოიწვევს, შეიძლება უბრალოდ მოვკვდე აქ და მერე გინდა ააცილეთ და რაც გინდა ის ქენითო.

„ვივამედის“ ექიმებმაც თქვეს, ბოლო დღეებია ძალიან დამძიმდაო, მიზეზზე რა ვილაპარაკო, 190-გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნაა, მიზეზი არის, რაც წერია ექსპერტიზის დასკვნაში“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა