კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

ნახვები: 570 ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად და დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და ვიდრე უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

„არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატო-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა