კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი

ნახვები: 457 ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი

როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ორშაბათს განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის სერიით, რუსეთმა ასევე აღნიშნა, ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან დოკუმენტების ხელმოწერა აზრს მოკლებულია, რადგან ისინი ამ შეთანხმებას ნამდვილად დაარღვევენ. ამიტომ საჭიროა რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების „დემონტაჟი“ და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებისთვის, რომელსაც რუსული თავდასხმების გასანეიტრალებლად იყენებენ. ორშაბათს შავი ზღვის ფლოტიდან და ავიაციის საშუალებით განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის დროს, რუსეთმა 70-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, 60-ზე მეტი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა