მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

ნახვები: 464 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში არ გაიმართება და მას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.

„ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის ჯაბას დაღუპვა უდიდესი დანაკარგია, ისევე როგორც ყველა ქართველი მეომრის. ჩვენი თითოეული გმირი ერთი ათასად ღირს ჩვენთვის,“ - აღნიშნა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.

ცნობისთვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ხოფერია რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებების გამო, 5 დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა