თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

წულუკიანის ირონიული კომენტარი "ჯაბრაილი სასახლიდან" პოსზტე

ნახვები: 814 წულუკიანის ირონიული კომენტარი "ჯაბრაილი სასახლიდან" პოსზტე

"სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი". - დაწერა წულუკიანმა ისტორიკოს გიორგი კალანდიას Facebook-პოსტზე. 

 

სოციალურ ქსელში, თაკო სონღულაშვილი წერს:"ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს 

"ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს 
დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.
2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023)
წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი.
ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას.
ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს.
ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე:)",-წერს თაკო სონღულაშვილი
 
 
ცნობისთვის, გიორი კალანდიამ საკუთარ "ფეისბუქ გვერდზე" სონღულაშვილის პოსტით, ხოლო მინისტრმა წულუკიანმა ამავე პოსტზე კომენტარით უპასუხა:
 
"წელს ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა, უდავოდ გასახარი ფაქტია და გულწრფელად ვულოცავ თბილისის მუზეუმების გაერთიანების თავმჯდომარეს ნინი სანადირაძეს და მთელს კოლექტივს ამ წარმატებას... იგივე წარმატება ხელოვნების სასახლემ 2019 წელს გამოსცადა, მაშინ სწორედ ჩვენ დაგვასახელეს ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის, ჩვენც დიდი სიხარულით ვიზეიმეთ ქართული სამუზეუმო ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, თუმცა არც ჩვენ და არც ჩვენს მეგობრებს ეს წარმატება თბილისის სამუზეუმო გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის თაკო სონღულაშვილისაგან განსხვავებით სხვისი ლანძღვის ფონზე არ გვიცდია... P.S როცა სხვის დაჩრდილვასა და დაცინვას უხეიროდ ცდილობ, ამ დროს თავად ხდები დასაცინი და ჩრდილშიც თავად ექცევი",-წერს კალანდია
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა