კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტდეს მიხეილ სააკაშვილის ბედს

ნახვები: 696 ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტდეს მიხეილ სააკაშვილის ბედს

დღეს კონკრეტული გეგმების განხილვა არ ყოფილა. რაზეც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა - ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უახლოეს მომავალში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედი ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელშია.

„დღეს კონკრეტული გეგმების განხილვა არ ყოფილა, რაზეც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა. კიდევ ერთხელ შეხვედრაზე შევთანხმდით, ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და თუ რა მდგომარეობაა, უახლოეს მომავალში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. სურათი არის საკმაოდ მძიმე, ჩვენ გვინდა ოჯახს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დეტალურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.

მე არ მგონია ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტდეს მიხეილ სააკაშვილის ბედს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ბედს წყვეტს ერთი ადამიანი, ეს არის ივანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რას ილაპარაკებს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს. რაც ახლა ჩანს არის, ის რომ ეს ადამიანი მიჰყვათ ან სიკვდილისკენ ან მიჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გაუარესებამდე, რომ მან ვეღარ შეძლოს პოლიტიკური აქტივობები. ეს არის ის, რაც ახლა ხელისგულზე ჩანს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა