თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თამარ კორძაია - არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ

ნახვები: 364 თამარ კორძაია - არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ

ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მივმართავ - ვერ ახერხებთ იმას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ. არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ. გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმთ, თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ.

„ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, გადასახადებს იხდიან და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი თვეა გთხოვენ იმას, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველვყოთ და ამას ვერ ახერხებთ. ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ? - თქვენ ხელისუფლება არ ხართ და არავითარი უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ წესრიგის დამყარების უნარი გაქვთ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, კონსტიტუციით ყველა დაცულია და დღეს მან კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია. მან არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია, მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა. დღეს ის კიდევ ახალისებს ძალადობას რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა - სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, მეტი ძალა და უნარი რომ არ გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს", - განაცხადა კორძაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა