კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ძალადობა დაუშვებელია, მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მიეცით მათ მუშაობის საშუალება

ნახვები: 401 კახა კალაძე - მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ძალადობა დაუშვებელია, მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მიეცით მათ მუშაობის საშუალება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუფრთხილდნენ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია.

„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ. დაუშვებელია ძალადობა. წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება", - წერს კახა კალაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა