კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ბუხრიკიძე:4 წლის შემდეგ ამის გახსენება და მსახიობისთვის კომპრომატად ქცევა არის სირცხვილიც და შეიძლება სასაცილოც

ნახვები: 1240 დავით ბუხრიკიძე:4 წლის შემდეგ ამის გახსენება და მსახიობისთვის კომპრომატად ქცევა არის სირცხვილიც და შეიძლება სასაცილოც

"თუ კახა კინწურაშვილმა ზაფხულში რაღაცა თქვა, ოდნავ „ ქართული ოცნების წინააღმდეგ“  ამით დღეს სამაგიეროს გადახდა კიდევ უფრო დაბალი დონეა. ეს სამი ფაქტი სრულიად საკმარისია ამ მოვლენის შეფასებისთვის, წესით არც უნდა ვაფასებდეთ და საზოგადოებაც არ უნდა იყოს რაქციული ამ ფაქტზე“,-ამის შესახებ  კომენტარი კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა დავით ბუხრიკიძემ,  „ნეიშენ ჯორჯიასთან საუბრისას გააკეთა.

ბუხრიკიძის თქმით, 4 წლის შემდეგ სპექტაკლზე საუბარი, რომელიც რეპერტუარში აღარ არის უბრალოდ სირცხვილია, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ მსახიობის როლის შესრულების დროს გადაღებული ვიდეო ე.წ. კომპრომატად გამოიყენება.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპექტაკლიდან ვიდეო ჩანაწერით ფრაგმენტის ჩვენება და ამის გასაღება რაღაცა ფრაგმენტად და დადება როგორც დოკუმენტის არის სრულიად ამაზრზენი. იგივეა, რომ ვიღაცა ფილმში იყოს გადაღებული და იქედან ამოღებული კადრიდან მსახიობს ე.წ. კომპრომატი დაუდონ. მეორე რამდენად შეიძლება 4 წლის დაგვიანებით იყოს ეს რეფლექსი, განცდა თუ შეფასება როდესაც საზოგადოებას არც ახსოვს. მე შევახსენებ, რომ ეს სპექტაკლს ქვია „დემონები“, რომელიც დაიდგა სამეფო უბნის თეატრში 2018 წელს, 4 წლის შემდეგ ამის გახსენება და მსახიობისთვის კომპრომატად ქცევა  არის სირცხვილიც და შეიძლება სასაცილოც, სასაცილოც არ არის საბოლოოდ.  მესამე თუ კახა კინწურაშვილმა ზაფხულში რაღაცა თქვა, ოდნავ „ ქართული ოცნების წინააღმდეგ“  ამით დღეს სამაგიეროს გადახდა კიდევ უფრო დაბალი დონეა. ეს სამი ფაქტი სრულიად საკმარისია ამ მოვლენის შეფასებისთვის, წესით არც უნდა ვაფასებდეთ და საზოგადოებაც არ უნდა იყოს რაქციული ამ ფაქტზე“,-განაცხადა ბუხრიკიძემ  „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას.

 

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ფოტო, ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა