კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კუჭავა - არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ?!

ნახვები: 283 კახა კუჭავა - არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ?!

გუშინ ის შემთხვევა იყო, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით "მაგრამ" - ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ველოდებით მკაცრ რეაგირებებს! - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა გახსნა. კუჭავას შეფასებით, ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო სამარცხვინო, რაც საქართველოს არ ეკადრება.

"ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას მოგვიწოდებს. რელიგიის სახელით განხორცილებეული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება მათი საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგიერბა, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას. უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვითარდებით", - განაცხადა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო ოფისების დარბევა და დროშის დაშვება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა