რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

იაგო ხვიჩია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტით ინტერესდება, უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ, ეს თავის თავში კრიტიკის ელემენტსაც მოიცავს

ნახვები: 548 იაგო ხვიჩია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტით ინტერესდება, უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ, ეს თავის თავში კრიტიკის ელემენტსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტით ინტერესდება, უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. რადგან, რაღაც თვალსაზრისით, ამაზე განცხადების გაკეთება საყურადღებოდ ჩათვალეს, ეს თავის თავში შეიცავს კრიტიკის ელემენტსაც, - ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, როცა გესმის ვინ არის ჩრდილოელი მეზობელი, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის პოზიციას არაფრად აგდებს.

„ის, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას არად დაგიდევთ, ჩემთვის ძალიან შეშფოთების საგანია და ვერც ერთი რაციონალური არგუმენტით ვერ ვხსნი, რადგან შეუძლებელია საქართველოში ცხოვრობდე, ბოლო პერიოდის მოვლენები გესმოდეს, გესმოდეს ვინ არის შენი ჩრდილოელი მეზობელი და მთავარ მოკავშირესთან სამყაროში ასეთი ტიპის ქცევებით იფუჭებდე საქმეს," - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება და არც იმის მოლოდინი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.

„მე არ ველოდები არაფერს მსგავსს და არ დაველოდები მანამ, სანამ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას მისცეს ძალაუფლება ხელისუფლების ყველა შტოზე. ეს პირველ რიგში ეხება ამომრჩეველს, ამიტომ სანამ ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ მათ ერთპიროვნულად მართავდეს ვინმე, მანამდე მსგავსი ტიპის პერსპექტივები და იმედები ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადავდოთ. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ ამ სიტუაციაში გადაიყვანენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა