გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

დავით სერგეენკო - ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

ნახვები: 472 დავით სერგეენკო - ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

ის რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები - კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და „პაციენტს მკურნალობაზე დამყოლობას უმცირებს“.

„მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მკურნალი ექიმი და ექთანი იმ პირობით, თუკი მისცემენ ამის საშუალებას მათ პოლიტიკოსები. ის, რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ეს აზიანებს ორ რამეს, ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და პაციენტს ჯერადობით უმცირებს მკურნალობაზე დამყოლობას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, ამის განმარტება ჩემი აზრით, ზედმეტია. პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი, ერთი კვირა მაინც მონახონ თავის თავში ძალა და აცადონ ექიმებს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა