Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნათია თურნავა - სახელმწიფო ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილებზე - 8%-ს

ნახვები: 401 ნათია თურნავა - სახელმწიფო ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილებზე - 8%-ს

კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას.

„ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა