ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს

ნახვები: 371 თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს.

როგორც თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე, საჰაერო გზით შემოსულ ტურისტებსაც PCR ტესტი მოსთხოვონ.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას. არ აქვს მნიშვნელობა მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც შედარებით დაბალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან ქვეყანაში, შემოდიან სავალდებულო PCR ტესტირების გარეშე. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლებელია ეპიდემიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის, თუმცა, ჯერჯერობით არის განსხვავებული რეჟიმი - სახმელეთო გზით შემოსულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს PCR ტესტი და საჰაერო გზიდან შემოვდივართ ისევ და ისევ სრული ვაქცინაციის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა