კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი სააკაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: რა ერთ თვეზე გველაპარაკებით, ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა

ნახვები: 508 გიორგი სააკაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: რა ერთ თვეზე გველაპარაკებით, ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ თურმე ჩართვა ვერ ხერხდება - რა ერთ თვეზე გველაპარაკებით, ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ადამიანი იღუპება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რითაც ტექნიკური გაუმართაობის მოტივით, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ვერჩართვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ სამინისტროს სურს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანება დაადასტუროს, გაასაჯაროოს კადრები, რითაც საზოგადოება ნახავს, რა მძიმედ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„მდგომარეობა რომ კრიტიკულია, ყველანი ვთანხმდებით. როგორც მოგეხსენებათ, პროცესი ერთხელ უკვე გადაიდო - 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო პირველი სასამართლო სხდომა. 5 დღის დაგვიანებით, დღეს ვიმყოფებოდით სასამართლო პროცესზე. ჩვენ პენიტენციური სამსახურისგან მოვისმინეთ განცხადება, თითქოს, კიდევ ერთი თვე სჭირდებოდათ სიტუაციის უფრო კარგად გასარკვევად. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას - რა ერთ თვეზე გველაპარაკებით, ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ადამიანი იღუპება. ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ვერ ხერხდება მისი სასამართლო პროცესზე მოყვანა, თვითონ დიდი სურვილი გააჩნია. ვერ მოხერხდა „სკაიპით“ ჩართვა. მე იმედი მაქვს, რომ 22-ში, როცა შემდეგი სასამართლო სხდომა დაინიშნა, უკვე რაღაც განცხადებას მოვისმენთ მოსამართლისგან. მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, რადგან ეხება ჩემი ოჯახის წევრს, საქართველოს შვილს და მივცეთ ადამიანს ცხოვრების უფლება, რაც მნიშვნელოვანია ყველასთვის.

ხდება პროცესის გაჭიანურება. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ თურმე ჩართვა ვერ ხერხდება? 1 თვე სჭირდება, მერე ირკვევა 1 კვირაშია შესაძლებელი, როცა მოსამართლემ თქვა, რომ ამ „ტაიმ აუტის“ აღება მიუღებელია. მე იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი პარტია გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მისცემენ მიშა სააკაშვილს დროული მკურნალობის საშუალებას, რაც არის ფუნდამენტური ჩვენი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის. მოსამართლემ დაავალა პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს შემდეგ სასამართლო სხდომაზე ტექნიკური გამართულობა და „სკაიპით“ ჩართვა. მოსახლეობა დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მიშა. არ ვიცი, წინასწარ ჩართავენ თუ არა. ვიცი, რომ მიშას მხრიდან მზაობა არის. იმედს ვიქონიებ, რომ მოხდება „სკაიპით“ ჩართვა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ახდენს, გაასაჯაროონ, რაზეა საუბარი. მიშას მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. მე მაინტერესებს, როგორც ოჯახის წევრს, ძმას, რის გასაჯაროვებას აპირებენ? ადამიანი ფეხზე ვერ დგება, წევს და უჭირს გადაადგილება. გაასაჯაროონ, არაა პრობლემა“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა