ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სააკაშვილი - ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე "ვიდეოლინკით" მაინც ჩართვის

ნახვები: 468 მიხეილ სააკაშვილი - ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე "ვიდეოლინკით" მაინც ჩართვის

ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე "ვიდეოლინკით" მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს.

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა