ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თინა ბოკუჩავა - გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

ნახვები: 366 თინა ბოკუჩავა - გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ვიხილეთ, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების უშუალო წახალისებით და ორგანიზებით, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბოკუჩავას თქმით, გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.

„ეს მიზნად ისახავდა მედიის დაშინებას, გაჩერებას და გაჩუმებას. მედიის პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა საამაყო იყო. თქვენ რომ გხედავთ, ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ პუტინისტურ ჯგუფებს, რომლებიც თესავენ ძალადობას, სიძულვილს და ქაოსს.

ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი მის მიერ გაკეთებული ძალადობრივი განცხადების შემდეგ გადამდგარი იქნებოდა ისევე, როგორც შს მინისტრი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მედიის, ტურისტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ნორმალურ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ და „ქართული ოცნება" გაურბის შეფასებასაც კი და ერთი სიტყვაც არ თქვეს იმ აღვირახსნილ უმსგავსობაზე, რაც ქუჩაში ხდებოდა. გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. საინტერესოა, რას აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ, როცა მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა ძალადობრივი მოქმედებები, რაც მიზნად ისახავდა მასობრივი ძალადობის და ქაოსის ორგანიზებას.

საჯაროდ იყო ინფორმაცია ცნობილი და სპეციალური თვალთვალი არ სჭირდებოდა, რასაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, ეს ყველაფერი საჯაროდ იყო ცნობილი. გუშინ თბილისის ქუჩებში არაადეკვატური რესურსით პოლიციიის წარმოჩენა იყო იმაზე მეტყველებდა, რომ ხელისუფლებამ გზა მოძალადეებს თავად გაუხსნა და ამას ადასტურებს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტი ყოფილიყო, ძალადობრივი მოწოდებები გააკეთა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა